„მდგომარეობა ვაშლიჯვარში არ შეცვლილა, ეს არ არის მხოლოდ წერტილოვანი პრობლემა“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ეს არის მთლიანად ფერდის სტაბილურობის პრობლემა, მთლიანად ფერდს აქვს პრობლემა, იმის გამო, რომ მოხდა გრუნტის კვეთა არასწორად, რომელმაც რეალურად პრობლემა შექმნა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

სპეციალისტი ვარაუდობს, რომ პრობლემა მალე ვერ მოგვარდება, მისივე თქმით, საკითხი „მუდმივად თავს შეგვახსენებს:“ 

„ეს არ მოგვარდება მალე და მუდმივად თავს შეგვახსენებს, ვიდრე ბუნებრივი დასტაბილურება არ მოხდება, ეს იყო გეოდინამიკურად აქტიური ფერდი და მასში ჩარევა ყოველთვის გამოიწვევს პრობლემას, ჩვენ დავაჩქარეთ პროცესები, რომელიც ბუნებრივად ისედაც ხდებოდა.

ფერდი იყო არასტაბილური და დანაპრიალიანება ამ ჩარევამ გამოიწვია. ძალიან ვთხოვ  გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებს დაუკვირდნენ რას ამბობენ, ამის გაჩერება შეუძლებელია,“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები