ბაღდათის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

უწყების ცნობით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები