მერიის თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მერიაში განუცხადეს, ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კლინიკაშია გადაყვანილი და სათანადო მკურნალობა უტარდება. PCR ტესტირება ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ“, – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში.

ინფიცირებული ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს წარმოადგენს, რომლის ოჯახის წევრიც „თბილისი ცენტრალში“ მუშაობა.

მსგავსი თემები