რუსეთმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბა – არის მსხვერპლი

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელ კვარტალში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

„რუსებმა კურახოვოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს – მათ საცხოვრებელ უბანს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა. ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კირილენკომ.

 

მსგავსი თემები