ევროპარლამენტარები 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან

ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან უკვე თბილისშია. დელეგაცია სულ 7 დეპუტატისგან შედგება. მათ შორის არის ესტონელი კანონმდებელი მარინა კალიურანდი და ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა.

დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერთან, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ცესკოსა და მედიის წარმომადგენლებთან.

ევრო დეპუტატები საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დააკვირდებიან.

მსგავსი თემები