ფიზიკური ძალადობის გამო ვაპირებ სარჩელი შევიტანო პაპუაშვილის, ოხანაშვილის, მანდატურების წინააღმდეგ – სამადაშვილი

,,ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სარჩელს შეიტანს პარლამენტის თავმჯდომარის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და მანდატურების წინააღმდეგ, რადგან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც პირველი შემთხვევა არაა. სამადაშვილს კომიტეტის სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ ცოტა ხნის წინ დაატოვებინეს.

,,ლელოს” წევრი ამბობდა, რომ ამ კანონის გამო საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ. ამის შემდეგ, ანრი ოხანაშვილმა მას სიტყვა ჩამოართვა და თქვა, რომ ეს არ ეხებოდა პირველ მუხლს.

მიკროფონის გათიშვის შემდეგ სამადაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძესთან კამათი გააგრძელა, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, მანამდე გააძევეს თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე.

მსგავსი თემები