სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია ამოღებული, ორი ნამდვილი იარაღია და ორივე უჩას სახელზეა ოფიციალურად რეგისტრირებული – აბაშიძის დედა

სამხედრო ჟურნალისტის, უჩა აბაშიძის დედა, ლია თოდუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის სახლიდან ამოღებული იარაღებიდან, ძირითადად, სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია.

მისი თქმით, ფოტოზე მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე აბაშიძის სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული.

,,უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია – იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე – უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული,” – წერს თოდუა.

მსგავსი თემები