ანტირუსული აქციების მონაწილე წერს, რომ ღამით სახლთან უცნობი პირები მანქანით ელოდებოდნენ

ანტირუსული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი სანდრო ქინქლაძე წერს, რომ გუშინ ღამით, სახლთან უცნობი პირები ელოდებოდნენ. მან სოციალურ ქსელში მანქანის ფოტო და ნომრებიც გაავრცელა.

,,Dd-797-yu მელოდეთ დილამდე მერე წყალს და პედიგრს ჩამოგიტანთ ვიდეოს გადაღება ვერ მოვასწარი მანქანიდან რომ გაოგნებული კივის ეს *ლე როგორ ავიდა სახლშიო. როგორ და ფრენა ვისწავლე *ლეებო”, – წერს ქინქლაძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი დღეა სახლებთან ანტირუსული აქციების მონაწილეებს ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი თემები