შეღავათებით მეტი ტაქსის მძღოლი ისარგებლებს

ტაქსების რეფორმის ფარგლებში იმ პირთა წრე იზრდება, რომლებსაც შეუძლიათ, ვაუჩერული დაფინანსებით ისარგებლონ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ პირებმა, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრისა და  ქიმწმენდის ვაუჩერები.

„ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ნებართვა, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც, ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ. ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრისა და  ქიმწმენდის ვაუჩერები, პირველი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი დაიშვა 11 ოქტომბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვის მფლობელებზე. პირები, რომლებიც არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს ფლობენ, შეეძლებათ ვაუჩერის მიღება.



მსგავსი თემები