ნარკოტიკების გამავრცელებლების წინააღმდეგ ბრძოლა​ აუცილებელია – საპატრიარქოს განცხადება

 

საქართველოს საპატრიარქო, მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ 12 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ და დაგეგმილ კონტრაქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რათა ეს არ გახდეს სერიოზული პროვოკაციის მიზეზი.

​როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ნარკოტიკების გამავრცელებლების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს საზოგადოების დაპირისპირების მიზეზი, რასაც შესაძლოა მოჰყვეს პროვოკაცია.

“ჩვენი მოქალაქეები შეძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა, როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრაქციის ჩატარებისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები