ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.
ინციდენტი გენერლის მშობლიურ ქერმანის რეგიონში მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა.
თეირანში მიმდინარე სამგლოვიარო პროცესიას მილიონი ადამიანი დაესწრო.
გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ერაყში მოკლეს.