,,ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურდა”- პაველ კირილენკო

ექვს თვიანი ბრძოლის შედეგად უკრაინის ქალაქის, ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონის გუბერნატორზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რუსები ვერანაირი წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ

“არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა ეცადონ ქალაქში შემოსვლას, ისინი წინ წაწევას მაინც ვერ ახერხებენ. თუ რაიმე წარმატება ჰქონდათ, ბოლოს მაინც თავიანთ ყოფილ პოზიციებზე გავყარეთ, ქალაქის გარეთ. ახლა ისინი ღია, ბრტყელ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რაც ხელს უწყობს მათი პერსონალის დანაკარგების ზრდას”, – განაცხადა პაველ კირილენკომ.

 

მსგავსი თემები