,,პარლამენტის თავჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრა”- ანი წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევროს, ანი წითლიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ  მას და ანა ნაცვლიშვილს ლაზარე გრიგორიადისის მონახულებაზე უარი უთხრა.

,,პარლამენტის თავჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრა. (მეც და როგორც გაირკვა ანა ნაცვლისშვილსაც)

მიზეზი გაურკვეველია.

თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ხელისუფლებას დასამალი ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს”, – წერს წითლიძე.

მსგავსი თემები