„კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ კანიბალებს ადარებს და აცხადებს რომ უბედირებაა მათგან მაღალფარდოვან სიტყვებზე საუბარი.

„ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. გესმით, რა ხდება? ეს უბედურებაა. კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერმა ისაუბრა მადრიდის სამიტის შესახებ და აღნიშნა, რომ სათანადოდ იქნება დაფასებული და შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„რას ველით ნატოს მადრიდის სამიტიდან. პირველი, რაც უნდა ითქვას, ველით, რომ სათანადოდ იქნება დაფასებული და შეფასებული ჩვენი პროგრესი, ბოლო ერთ წელიწადში მიღწეული პროგრესი. ასევე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა ალიანსთან, წარდგენილი გვაქვს ჩვენი ხედვა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ერთად შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების გეგმა, 2020-2030, თუ როგორი უნდა იყოს თავდაცვის ძალები, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი, თავდაცვისუნარიანობა, როგორ გავხადოთ უფრო მეტად ოპერირებადი და მეტად თავსებადი ნატოს ძალებთან.

ამ ყველაფრის შეფასების მოლოდინი გვაქვს. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან რთული სიტუაციაა მეგობრებო. უკრაინაში ომის გაჩერების არავითარი ნიშანი ჯერჯერობით არ ჩანს სამწუხაროდ. ეს არის უბედურება. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება. ინგრევა ინფრასტრუქტურა და მილიარდობით ზარალი აქვს მიყენებული უკრაინას. 20 პროცენტი არის დაკარგული უკვე უკრაინის ტერიტორიის. ეს საშინელებაა. ამ დროს ეს ადამიანები გვიკიჟინებდნენ, რომ სანქციებს შეუერთდით, გააგზავნეთ ჩარტერები და პროვოცირება უნდოდათ რუსეთის, რომ აქ მეორე მარიუპოლი მიეღო ხალხს. ესენი მელაპარაკებიან დღეს ევროპულ პერსპექტივაზე. ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. გესმით, რა ხდება? ეს უბედურებაა. კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა“ – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები