ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მონახულებას მე-4 დღეა ვერ ახერხებს

შეწყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას და რა იქნება პასუხი ექსპრეზიდენტის მორიგ წინაპირობაზე. პატიმარი პოსტ შიმშილობის პერიოდში სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს უკიდურესი ფორმით გააგრძელებს. გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი დღესაც მნახველებს ელოდება. მასთან სანახავად მისი მეუღლე ლიზა იასკო მივიდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება უკვე მე-4 დღეა არ ეძლევა, მიზეზად კი იუსტიციის უწყება მონახულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის განხილვას ასახელებს

“ამ საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები, რომ მას უმკურნალონ. ეჭვი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ ვერ მიიღებს სამედიცინო დახმარებას. უკვე მეოთხე დღეა ველოდები იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს თუ როდის შევძლებ მის მონახულებას,”- განაცხადა ლიზა იასკომ.

ცოტა ხანში ადგილზე ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს, რომელიც სავარაუდოდ ამერიკელ ადვოკატთან ერთად მივა, რომელიც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინტერესების დაცვის პროცესში ჩაერთვება.

მსგავსი თემები