საბერძნეთში, ხანძრის დროს დაკარგული ქართველი ემიგრანტი ცოცხალია

​საბერძნეთში, ხანძრის დროს დაკარგული ქართველი ემიგრანტი, 50 წლის მარიამ მახარაშვილი, რომელიც მოხუცის მომვლელად მუშაობს, ცოცხალია. მან ალმოდებული დასახლებიდან, მოხუცთან ერთად, შემთხვევითი გამვლელების დახმარებით გამოაღწია. პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი სახლში დარჩა, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა. მარიამთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საქართველოში მცხოვრებმა მარიამ მახარაშვილს შვილმა, თამარ ნიბოშვილმა განუცხადა, გუშინ საღამოს 8 საათის შემდეგ ცდილობდნენ დედასთან დაკავშირებას და მხოლოდ დღეს, რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდნენ მას.

​ცეცხლი უკვე მოკიდებული ჰქონდა სახლს, როცა ჩვენ გამოვედით. ყველაფერი სახლში დავტოვეთ და გზიდან შემთხვევით გამვლელს გამოვყევით მანქანითო. მატში ზღვასთან ახლოს ცხოვრობდნენ. ახლა ათენში იმყოფება მოხუცებულის შვილთან”, – განაცხადა თამარ ნიბოშვილმა.
ქართველი ემიგრანტი, ​სამი შვილის დედა, მარიამ მახარაშვილი უკვე 10 წელია საბერძნეთში სამუშაოდ იმყოფება. ოჯახს, რომელთანაც ის ბოლო ერთი თვეა მუშაობს, მატში აგარაკი ჰქონდათ და ზაფხულში მოხუცებულთან ერთა, დასასვენებლად ჩავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ახლოა, საკურორტო ზონაში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეულობით ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები