რუსეთის გაყინული აქტივები შეგვიძლია, უკრაინაში იარაღის ქარხნების ასაშენებლად გამოვიყენოთ – კულება

რუსეთის გაყინული აქტივები შეგვიძლია, უკრაინაში იარაღის ქარხნების ასაშენებლად გამოვიყენოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა რუსეთის გაყინულ აქტივებზე.

„სკოლები, საავადმყოფოები, გზები, ხიდები, ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი შეიძლება, აღდგეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. შეგვიძლია, ფიზიკურად ავაშენოთ ახალი უკრაინა, ვიყიდოთ ბევრი იარაღი, დავამზადოთ და ავაშენოთ იარაღის ქარხნები უკრაინაში. ეს არის რეალური რესურსი. დავოსში ვიგრძენი, რომ გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალია. ახლა ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები