მამა, რომელმაც დასამშვიდებლად ორი თვის შვილს თავში ჩაარტყა დააკავეს

კიევის ოლქში 18 წლის მამამ ორი თვის ქალიშვილს დამშვიდების მიზნით, თავში დაარტყა. ჭრილობის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. ბრალდებულს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ირკვევა, ტრაგედიის დღეს ბავშვის დედა მაღაზიაში წავიდა, ქმარი კი ბავშვთან სახლში დარჩა. როცა გოგონამ ტირილი დაიწყო, მამამ დაარტყა.

„ჩვილის 18 წლის მამა ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას: ჩართულმა პირმა თქვა, რომ ჯანდაცვის მუშაკები, სავარაუდოდ, დამნაშავენი იყვნენ მისი ქალიშვილის გარდაცვალებაში. მან ცოლ-შვილი სამედიცინო დაწესებულებიდან წინა დღეს გაიყვანა, რადგან ბავშვს პნევმონია ჰქონდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები