,,ტრამპი როცა პრეზიდენტი გახდა, რუსეთში ჰქონდათ ლოზუნგი – „ტრამპი ჩვენია“, აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ არის მათი, ამერიკელია”- დანილოვი

რუსები ერთხელ უკვე ფიქრობდნენ, რომ ტრამპი მათია და აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ არის მათი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა იმუშაონ ნებისმიერ პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც მიიღო მათი ამომრჩევლების ნდობის ლეგიტიმური მანდატი.

„ტრაგედიის მოწყობა არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, რუსეთში ზეიმობდნენ, შამპანურს სვამდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ჰქონდათ ლოზუნგი – „ტრამპი ჩვენია“. აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ არის თქვენი. ტრამპი ამერიკელია. მოდით, დავმშვიდდეთ, ამერიკელი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნებისმიერ პრეზიდენტთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც მიიღო მათი ამომრჩევლების ნდობის ლეგიტიმური მანდატი“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები