,,ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს”- სალომე სამადაშვილი

,,ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკუთარი სამშობლოს მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა.

,,ძალიან რთული მოსასმენი იყო აქ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ აირჩია, რომ ბევრი ტყუილი ეთქვა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა.  სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაცია, იმიტომ რომ ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მართლაც მიეცეს შანსი გახდეს ევროპული ქვეყანა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები