განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს – ბლინკენი

ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის.

„ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების, ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება”,- განაცხადა ბლინკენმა

მსგავსი თემები