საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 110-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 791 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 433 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 160  პაციენტი, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები