დღეს ღაზიდან კიდევ 11 მძევლის გათავისუფლება იგეგმება – მედია

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელმა 11 მძევლის სია მიიღო, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს ჯერ არ მიუღიათ ინფორმაცია, არიან თუ არა მათი საყვარელი ადამიანები სიაში.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დღეს ზავის ბოლო – მეოთხე დღეა. ზავის სამი დღის განმავლობაში ისრაელმა ციხეებიდან 117 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი გაათავისუფლა.

მსგავსი თემები