ბათუმში 45 წლამდე კაცი დაჭრეს

ბათუმში 45 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს,  მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთ ეზოში კაცმა დახმარება ადგილობრივებს სთხოვა. კაცი აცხადებდა, რომ მისი მეგობარი დაჭრეს. მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად, ადგილობრივებმა  დაჭრილი მამაკაცი ნახეს.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი თემები