20 მაისს, რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება.

როგორც შსს-ში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.

მსგავსი თემები