მმართველი გუნდი რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას თანხმობა მისცა და დოკუმენტს ხელი მოაწერა, სხდომა ვერ შედგება. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, რიგგარეშე სხდომა შედეგის თვალსაზრისით ვერაფრის მომცემი იქნება, ამიტომ, ისინი მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვორუმი ვერ შედგენა და სხდომა არ გაიმართება.

როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, სხდომის ჩანიშვნის მიზანია პოლარიზაციის გაღრმავება.

„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“,- აცხადებს დეპუტატი  გივი მიქანაძემ.

ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებენ მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებიც.

საპარლამენტო ოპოზიცია კი პარლამენტში მისვლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომა ხვალ არის ჩანიშნული.

 

მსგავსი თემები