შეტაკებები მექსიკაში – არეულობა ცნობილი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ვაჟის დააპატიმრებამ გამოიწვია

შეტაკებები მექსიკაში – არეულობა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნარკობარონის ელ ჩაპოს ვაჟი დააპატიმრეს. ნარკოკარტელის წევრები თავს ორ თვითმფრინავს დაესხნენ. სულ მცირე 29 ადამიანი დაშავდა, 10 დაიღუპა. თავდამსხმელებმა გაიტაცეს 250-ზე მეტი მანქანა, პარალიზებულია 3 აეროპორტის მუშაობა.

დაკავებულის ციხეში ტრანსპორტირების დროს ნარკოკარტელის წევრები მის გათავისუფლებას შეეცადნენ, მაგრამ არმიამ და ეროვნულმა გვარდიამ გზაზე ბლოკსაგუშაგოები მოაწყო.

12 საათიანი შეტაკებების შემდეგ ძალოვანებმა  დამნაშავეების დაკავება და მათი ლიდერის მეხიკოში გადაყვანა მოახერხეს.

მსგავსი თემები