დიდი ოდენობით ოქრო, მიცვალებულის გვამები  – ისტორიული აღმოჩენა – „მედიაცენტრი მთავარის“ ექსკლუზივი

„მედიაცენტრი მთავარის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივებმა მოგვაწოდეს, ზაქათალას რაიონში დიდი ოდენობით ოქრო და სხვა სიმდიდრე აღმოაჩინეს. ტერიტორია აზერბაიჯანულ მხარეს აქვს შემოსაზღვრული, ადგილზე ჯარიც შეიყვანეს  და არავის უშვებენ.  

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე დღის წინ, ზაქათალის რაიონის სოფელ ფალდარლოში ერთი ადგილობრივი  მინდორს ხნავდა. ხვნის დროს მიწა ჩანგრეულა. მოუყვანია ტრაქტორი და ამოუთხრია. ნაპოვნია საგანძური: ფაეტონი, უამრავი ოქრო და მიცვალებულთა გვამები.

ამ დრომდე ტერიტორია შემოსაზღვრულია, შეყვანილია სპეციალური დანაყოფები და ადგილზე ადგილობრივი არქეოლოგები მუშაობენ. პერიმეტრს ჯარი აკონტროლებს და არავის უშვებენ.

არის ეჭვი, რომ საუბარია დიდ, სენსაციურ და  ისტორიულ აღმოჩენაზე. ტერიტორია მდინარე ალაზნიდან გაღმა, ორ სამ კილომეტრში  მდებარეობს.

საუბარია ტონობით ოქროს და თამარ მეფის სამკაულებზე, ასევე  მიცვალებულთა გვამებზე.   ტერიტორიას სამხედრო ნაწილი იცავს და არავის უშვებს პერიმეტრზე.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, საქმის კურსში საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩააყენეს.  ადგილობრივები ითხოვენ, რომ რადგანაც დიდ ისტორიულ აღმოჩენაზეა საუბარი, გათხრებში ქართველი არქეოლოგებიც ჩაერთონ, რომ ისტორიული კვალი არ წაიშალოს და არ განადგურდეს.

დამატებით ინფორმაციას „მედიაცენტრი მთავარი“ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

მასალა ეკუთვნის „მედიაცენტრ მთავარს.“ მისი გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები