„გომელაურმა თავისი მაღალი პროფესიონალიზმით ღირსეული სამსახური გამოავლინა“ – ირაკლი სესიაშვილი

„გომელაური კარგად ფლობს სიტუაციას  უსაფრთხოების სექტორში“-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განცხადა.

სესიაშვილი გომელაურს პროფესიონალ კადრად თვლის და მიაჩნია, რომ მან ყველა სტრუქტურაში წარმატებული მუშაობა აჩვენა.

„ვახტანგ გომელაურმა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და ღირსეული სამსახური გამოავლინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებზე ერთად მუშაობა მოგვიწევს და მასთან მუშაობა კომფორტულია. ცხადია, პოლიტიკური მედია შეეცდება კლანების თემა წამოწიოს, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში „ქართულ ოცნებაში„ კლანები არ არსებობს. კლანებზე საუბარი უადგილოა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დღეს დაინიშნა.

მსგავსი თემები