პატრუშევი და გერასიმოვი საბოტაჟს გეგმავდნენ, პუტინს კიბო აქვს – გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონილი საიდუმლო ფაილებიდან ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია რუსეთის ელიტაში განხეთქილებაზე. დოკუმენტის თანახმად ვლადიმერ პუტინს კიბო აქვს.

DW-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს საბოტაჟი სურდათ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ომი. გერასიმოვი და პატრუშევი გეგმავდნენ დივერსიას და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას.

მედიის ცნობით, ამისათვის ისინი აპირებდნენ ჯარების სამხრეთში გადაყვანას. „X“-ის დღედ დანიშნეს 5 მარტი, როდესაც ვლადიმერ პუტინს ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო და ის ვეღარ მოახდენდა გავლენას იმაზე, რაც ხდებოდა.

ამგვარად, წყაროს ცნობით, პუტინი სიმსივნით არის დაავადებული. შემდგომში გერასიმოვმა მიატოვა თავისი გეგმები. დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

მსგავსი თემები