,,საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი”- სალომე ზურაბიშვილი ლაიენს

საართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლას ეხმიანება და წერს, რომ საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები.

მისი თქმით, ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, ევროკავშირის მომავალსაც გაიზიარებს.

,,პრეზიდენტო, ურსულა ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს. საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლოსთვის უკრაინა-მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად შეუერთდეს და გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ. ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, ევროკავშირის მომავალსაც გაიზიარებს,”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

,,ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

 

მსგავსი თემები