სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა ელემენტი ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ჩვენ თვითონ, აქ, უკრაინაში, განვსაზღვროთ ამ ომის დასრულების დრო – ზელენსკი

სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა ელემენტი ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ჩვენ თვითონ, აქ, უკრაინაში, განვსაზღვროთ ამ ომის დასრულების დრო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი გამარჯვება, ჩვენი იარაღი, რომელიც მიაღწევს უკრაინისთვის საჭირო ყველა მიზანს, ჩვენი ეკონომიკა, რომელიც შეძლებს უკრაინელების უზრუნველყოფას საჭირო სამუშაო ადგილებით, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები, რომლებიც უნდა შესრულდეს, სახელმწიფო ფუნქციონირება, უპირველეს ყოვლისა, ციფრული ფუნქციონირება, რომელიც უფრო თანამედროვე უნდა გახდეს, ვიდრე სხვაგან ევროპაში – ეს ყველაფერი ჩვენი ინსტრუმენტებია უკრაინის გამარჯვებასთან დასაახლოებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები