იტალიაში საბრძოლო მასალის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა – სამი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ იტალიაში, ქალაქ კიეტიში საბრძოლო მასალის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი დეფლარგაციამ გამოიწვია. საწარმო, სადაც აფეთქება მოხდა, საბრძოლო მასალის წარმოებასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცვლელი პროდუქტების გადამუშავებაში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.

2020 წლის დეკემბერში, იტალიის სამხრეთ პროვინციაში, აბრუცოში, იმავე კომპანიის ქარხანაში კიდევ ერთმა აფეთქებამ სამი მუშა იმსხვერპლა.

მსგავსი თემები