„სახელმწიფო ინსპექტორს აქვს რეალური კადრები“ – მიხელ სააკაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს დაკავშირებულია მისი წამების საქმესთან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული.

სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. აღნიშნული ინფორმაცია თავად სამსახურის უფროსისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

მსგავსი თემები