სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კახეთში ავარიულად დაეშვა

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ “ანდარაზართან” დღეს ავარიულად დაეშვა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც შსს -ში აცხადებენ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში სამი მფრინავი იმყოფებოდა, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

​სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში გაემგზავრა. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

“სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები