კრემლის განცხადებით, უკრაინელ ბავშვებს მაშინ დააბრუნებენ, როცა იქ მშვიდობა იქნება

ომის პირობებში უკრაინიდან რუსეთში გაყვანილ ბავშვებთან დაკავშირებით კრემლში განმარტებებს აკეთებენ. როგორც გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, ბავშვების დასაბრუნებლდ საჭიროა, ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

რუსული მხარე უკრაინიდან ბავშვების გაყვანის მიზეზად ქვეყანაში არსებულ საფრთხეებს ასახელებს.

„გვინდოდა, რომ მათთვის თავიდან აგვეცილებინა ის საფრთხე, რომელიც, შეიძლება, სამხედრო მოქმედებების გამო დაემუქროთ. სულ ესაა მიზეზი. რუსეთში ძალით ჩამოყვანილი ბავშვების საკითხი სრულიად გადაჭარბებულია”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან რუსეთში ათასობით ბავშვია გაყვანილი. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ბავშვები გაიტაცეს და იძულებით გაიყვანეს.

მსგავსი თემები