კონტრშეტევის კრიტიკოსები ჩვენს ჯარისკაცებს სახეში აფურთხებენ – დმიტრო კულება

კონტრშეტევის კრიტიკოსები ჩვენს ჯარისკაცებს სახეში აფურთხებენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულება კრიტიკოსებს გაჩუმებას ურჩევს.

„კონტრშეტევის ნელი ტემპის კრიტიკა უდრის უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სახეში შეფურთხებას, რომლებიც ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს, წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ თითო-თითო კილომეტრის მიყოლებით უკრაინის მიწას. ყველა კრიტიკოსს ვურჩევ, გაჩუმდეს. ჩამოდით უკრაინაში და შეეცადეთ, გაათავისუფლოთ ერთი კვადრატული სანტიმეტრი საკუთარი ძალებით“, – განაცხადა კულებამ.

 

 

მსგავსი თემები