ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გამოხატა მხარდაჭერა ახალი წევრებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნობრივი თარიღის დადგენაზე.

„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გაფართოების პროცესის დაჩქარების გვერდითი ეფექტი მოჰყვა – რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო ამას გააკეთებს. გაწევრიანდი მაშინ, როცა ყველა პირობას შეასრულებს.  მაგრამ ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დაფიქსირება, რათა ბიძგი მისცეს პოლიტიკურ პროცესს, ათ ახალ წევრს“, – აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი თემები