,,კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან”- ოლაფ შოლცი

,,კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში “ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის” სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ერთიანი მიდგომა.

,,რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ძალიან  მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და  იმ ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის წევრობა. კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც. ერთიანი მიდგომა გვჭირდება”,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი თემები