„ორ თვეში 20 000-ზე მეტი ადამიანი დახოცეს“ – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა არმიამ, ომის დაწყებიდან დღემდე, მარიუპოლში 20 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

„ნაცისტებმა ორ წელიწადში მარიუპოლში 10 ათასი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. რუსმა დამპყრობლებმა კი ორ თვეში 20 ათასზე მეტი მარიუპოლის მცხოვრები დახოცეს. 40 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს ქალაქიდან. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში“ – აცხადებს მერი.

კიევში მოკლული ადამიანების სამარხი იპოვეს

მსგავსი თემები