კეკელიძის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს  ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია დააკავეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ანა დოლიძის პარტიის წევრიც.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა.

მსგავსი თემები