ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და გერმანია უკრაინის დახმარებაში „ფეხაწყობილები“ არიან

აშშ-ის პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში შეხვდნენ. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების ნაწილში გერმანია და აშშ-ი „ფეხაწყობილები: არიან.

„თქვენ საკმაოდ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გასწიეთ. სამხედრო დახმარების გარდა თქვენ უკრაინელებს დიდი მორალური მხარდაჭერა გაუწიეთ. თქვენ შინ ისტორიული ცვლილებები დაიწყეთ – გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები და ენერგიის დივერსიფიკაცია, რუსეთიდან იმპორტი შეამცირეთ. მე ვიცი, ეს მარტივი არ იყო, ძალიან რთული იყო თქვენთვის“ -აღნიშნა შეხვედრაზე  აშშ-ის პრეზიდენტმა.

ოლაფ შოლცის თქმით კი მხარდაჭერა მანამ გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ შეთანხმებულად, რომ კოორდინაცია გავუწიოთ ჩვენს ძალისხმევას და შესაძლებელი გავხადოთ უკრაინისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა მთელი ამ ხნის განმავლობაში“ – აღნიშნა კანცლერმა.

მსგავსი თემები