“როგორც ჩანს, „ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ნდობა აღარ აქვთ” – ნიკა მელია

რატომ ავალებს „ქართული ოცნება“ რამდენიმე პროკურორს, რომ ნიადაგი მოამზადონ ახალი ბრალისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს თავად „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პასუხის გასაცემად მათ დროც აღარ ექნებათ, სულ რამდენიმე დღე დარჩათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიუთითებს „ქართული ოცნების“ პანიკურ გამოხტომაზე.

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორც ჩანს, ნდობა აღარ აქვთ და თეორიულად უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ ზურაბიშვილმა, შესაძლოა, სააკაშვილი ერთი ხელმოწერით შეიწყალოს და ამით ყველა ბრალი, რომელიც არის ძალაში შესული, გაქარწყლდეს. დაზღვევის მიზნით, აქვთ მოფიქრებული ის, რაზეც ამ წუთას ვსაუბრობთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღელავენ და არარაციონალურად იქცევიან.

ნებისმიერი ჩვენგანი რომ ვიყოთ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, არ მგონია, რომ არ გვქონოდა საკუთარ ქვეყანაში ყოფნის სურვილი.დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს ექნებოდა საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი. საუბარია ამ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და დიდი ნაბიჯი გადადგა 2003-დან 2012 წლამდე სახელმწიფომ. მას არასდროს უარყვია, რომ ამ წარმატების კვალდაკვალ ბევრი და მძიმე შეცდომა დაუშვია წინა ხელისუფლებას. ეს არის ჩვენი, ახალი და განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ მონაპოვარი, რომ ჩვენ არ ვერიდებით ამაზე საუბარს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები