„ბიჭები ჯაჭვლიანს თანხის ნახევარს აძლევდნენ –  საჭიროა ვადამდელი არჩევნები“ – ვეტერანი სპორტსმენები “მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ბევრი პრობლემები არსებობდა და ეს პრობლემები არსებობდა ბატონი სოსოს არაკომპეტენტურობით, ამ ყველაფერმა მიაღწია კულმინაციამდე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ვეტერანმა სპორტსმენმა დავით ჭელიძემ განაცხადა.

ჭელიძე თანადგომას უცხადებს სპორტსმენებს და თვლის, რომ ფედერაციაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, მისივე თქმით მკლავჭიდელები ჯაჭვლიანს პრემიებს უყოფდნენ:

„გამოსავლად მესახება დიალოგი და ცივილური და იურიდიული ფორმა, მოსაწვევია გამგეობის გაფართოებული სხდომა, უნდა მოვიდნენ სპორტის სამინსიტროს წარმომადგენლები და ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს საკითხი.

ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ჯაჭვლიანი დარჩეს გამგეობის წევრად, ამ სიტუაციის პირადულში გადაყვანა და ამაზე სასწაულების მოყოლა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს კაცი კომპეტენციისგან შორსაა,  ის ამ წუთებში უნდა დადიოდეს და ბიჭებს სიცხეს უზომავდეს.

რაც შეეხება საბიუჯეტო საკითხს, აქ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, გაფლანგვასთან მიმართებაში ამ ეტაპზე მიჭირს საუბარი, მაგრამ ბიჭებს რაღაც,  რომ ერიცხებოდათ პრემიის სახით, ბატონ სოსოს უყოფდნენ ამ თანხას ნებაყოფლობით და ჯენტლმენურად.უნდა დიანიშნოს ვადამდელი არჩევენი,“ – განაცხადა დავით ჭელიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავრის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები