ზელენსკის განცხადებით, მან ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების პირობა მიიღო

უკრაინის  პრეზიდენტი ზელენსკი დღეს გამართული აქტიური მოლაპარაკებებით კმაყოფილია. თუმც, ყველაზე უმთავრეს მიღწევად იმას თვლის, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პირობა მიიღო.

„ბიუროკრატიულ პროცესებს, რომელსაც წლები სჭირდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის კვირებამდე, თვემდე ვამცირებთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ. ევროკავშირთან დამატებით 300 მილიონიან დახმარებაზე შევთანხმდით. ეს ყველაფერი იმისთვის, რათა იგრძნონ, რომ ყველა რაკეტას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა ბომბს, ყოველ გასროლას აქვს თავისი ფასი. რუსეთის ბიუჯეტისთვის, რუსული კომპანიებისთვის, რუსული ამბიციებისთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც განასახიერებენ რუსეთის ხელისუფლებას. და სანამ არ იქნება უკრაინის მშვიდობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სტაბილურად უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლაპარაკების მთავარი თემა იყო ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკრაინას კიდევ უფრო გაძლიერებს. მისი განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენისგან ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პირობა მიიღო.

„არსებითი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირში წევრობაზე უკრაინის განაცხადზე მომზადდება რამდენიმე თვის განმავლობაში. უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიისთვის მიცემულია დავალებები. ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ ერთად მივდივართ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები