მდიდრები იცრებიან, ღარიბები აცრის გარეშე რჩებიან – „დელტა“ ვირუსი მსოფლიოს უტევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების არათანაბარ განაწილებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მდიდარ ქვეყნებში ყველაფერი კარგადაა, ღარიბი ქვეყნები კი ამჯერადაც იჩაგრებიან.

„მდიდარი ქვეყნები ცრიან ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის წარმოადგენენ. ღარიბ ქვეყნებს კი ვაქცინები არ აქვთ. მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება. ვირუსის „დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება. საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევებმა 40%-ით მოიმატა“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანო.

მისი შეფასებით, ვაქცინების განაწილება, ფინანსური მდგომარეობის მიხედვით უსამართლოდ ხდება.  

„მიწოდების პრობლემა არსებობს. მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არ ქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით გავითვალისწინოთ ეს”, – აცხადებს  ჯანმო-ს ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები