ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძაღლის საზოგადოებრივ ადგილებში გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები.

,,ძაღლის საზოგადოებრივ ადგილებში გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები.

07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით. ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია, ან მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით, ან მხოლოდ ალიკაპით, საბმელის გარეშეც.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.

ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N7-28,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები