,,როგორც მეგობარი, გეუბნებით, წარდგენილი კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან”- გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ღირებულებებისთვის შეუსაბამოა.

„როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი, – განაცხადა ფიშერმა.

მსგავსი თემები