გორში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება

გორის რაიონში, სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ქარის ახალი ელექტროსადგურის განვითარების კონცეფცია დამტკიცდა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ენერგოსექტორის განახლებადი ნაწილი დღეს ძირითადად ჰიდროსადგურებით არის  წარმოდგენილი, თუმცა, თანამედროვე სამყარო დივერსიფიცირებას მოითხოვს. ამიტომ, თურნავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქარისა და მზის ენერგიის განვითარება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პროექტით დაინტერესებულია თურქული კომპანია „ჩალიკი,“ რომელიც კვლევებშიც იყო ჩართული და მასთან  მოლაპარაკებები იგეგმება.

„ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა მაძლევს რწმენას, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები