„დემოკრატიის საზომი ადამიანის უკანალზე გადის?” – დეკანოზი დიპლომატებს მიმართავს (ვიდეო)

სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე ორი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიმართავს და კონკრეტულ კითხვას უგზავნის. საუბარია ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დამფინანსებლებზე, რომლის პრემიერამაც საქართველოში ხმაურის, დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა.

„მინდა, მივმართო საფრანგეთის და შვედეთის საელჩოს, რომლებმაც დააფინანსეს ამ ფილმის გადაღება. ვეკითხები მათ – დემოკრატიის საზომი ადამიანის უკანალზე გადის ბატონებო? ესააა ამაზრზენი. თუ ესე გიყვართ ჩვენი ქვეყანა, მოიზიდეთ ინვესტორები, გახსენით ქარხნები და ფაბრიკები და ასე დაეხმარეთ ქართულ საზოგადოებას და არა გარყვნილების დაფინანსებით“ – განცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა მისი ტაძრის მგალობლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფილმში „დ ჩვენ ვიცეკვეთ“ ისინი მოტყუებით გადაიღეს:  „უთხრეს, რომ ფილმს ქართულ, ტრადიციულ კულტურაზე  იღებდნენ, რეალუად კი მათი სიმღერა „გეი წყვილთა“ სიყვარულის ისტორიაში გამოიყენეს“.  

https://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d/

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%90/

მსგავსი თემები